გია ჭირაქაძე 79 წლისა გარდაიცვალა

  22:20:19     19-03-2017

მომღერალი, "ქართული ხმების" ბანი, ანსამბლის დამფუძნებელი წევრი გია ჭირაქაძე 79 წლისა გარდაიცვალა.  

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. 2014 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 

ის იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.