ვანში შვილმა მამა მოკლა
15:04:52     17-03-2017
ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა.
შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი.
გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.