საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა
13:27:38     17-03-2017
დღეს საერთო საჯარისო ცენტრში ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ კურსდამთავრებულ სამხედროებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულ ოფიცრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრში 3 ოქტომბერს დაიწყო და 25 კვირის მანძილზე გრძელდებოდა.
მსმენელები სწავლების განმავლობაში ტაქტიკის საფუძვლებს დაეუფლნენ და საცეცხლე, სამთო, ჯავშანსატანკო და აერომობილური მომზადება გაიარეს. კურსის განმავლობაში მსმენელებს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრები სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში ქვეითი ოცეულის მეთაურებად დაინიშნებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.