ყაჩაღობა ყარაჯალაში - მძარცველებმა ფული მოიპარეს და ოჯახის წევრს სცემეს

  21:19:01     15-03-2017

თელავის რაიონ, სოფელ ყარაჯალაში სამი ნიღბიანი ჯემალ ქამალოღლის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მძარცველებმა 450 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრს კი სცემეს.

სამართალდამცავებმა სამი ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს. ისინი ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.