
„ზედაზენის“ კიდევ ერთი ინოვაცია: პირველი ქართული ნატურალური წვენი - „ჩერო“
18:06:17     13-03-2017
ხვალიდან, ქართულ ბაზარზე ე.წ. ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი - „ჩერო“ გამოჩნდება.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონამდე ლარია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ განახორციელა.
„ჩერო“ - განსაკუთრებული და ნატურალური
ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
ამას ემატება ისიც რომ ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა რეგიონისათვის და ის, ასე სრულყოფილად სწორედ ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ განავითარა ჩვენს ქვეყანაში.
დამატებითი სამუშაო ადგილები
პროექტის ფარგლებში, „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ.
კომპანიის უახლოესი მიზანია მაღალი ხარისხის ნატურალური წვენი „ჩერო“ ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და ე.წ. დსთ-ს სივრცეში გაიტანოს.
ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.
ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა – კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ ლიტრის წარმოება მოხდება.
პროექტის პრეზენტაცია კი ხვალ, 14 მარტს, 15:30 სთ-ზე, სოფ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში გაიმართება.
ინფორმაცია მომხმარებელს...
ს.ს ქართული ლუდის კომპანია არასოდეს ამბობს უარს ხარისხის სრულყოფასა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.
ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, „ზედაზენი“ ყოველთვის ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე.
კომპანიის წარმატებას პროფესიონალთა გუნდი და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ცეზარ ჩოჩელი განაპირობებს, რომელიც მაშინაც კი ქმნის სამუშაო ადგილებს, როდესაც სხვები საწარმოებს კეტავენ.