საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე "თავისუფალი ზონის" სამი წევრი დააკავეს

  13:14:47     13-03-2017

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე, "თავისუფალი ზონის" სამი წევრი დააკავეს.

მიზეზი პლაკატები გახდა, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. კიდევ ერთ ტრანსფარანტზე კი რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი წარწერა იყო.

სამართალდამცველებმა მათ პლაკატების ჩამოხსნა მოსთხოვეს. ისინი მითითებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც დააკავეს.

ადვოკატის მტკიცებით, მას არ მისცეს დაკავებულებთან  გასაუბრების საშუალება. ის მუხლები კი, რაც მათ წაუყენს, გოგა ონიანის განცხადებით, არაადეკვატურია.