ყავის სამარხვო კექსი
16:46:45     09-03-2017
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ფქვილი 250-300 გ;
ხსნადი ყავა 2 ჩ/კ;
შაქარი 200 გ;
თაფლი 2 ს/კ;
სოდა 1 ჩ/კ;
ნიგოზი 100 გ;
ქიშმიში ან სხვა ჩირი 100 გ;
მწიკვი მარილი;
შაქრის პუდრა – მოსაყრელად.
მოამზადეთ ყავა: 250 მლ ცხელ წყალში გახსენით 2 სასვე ჩ/კ ყავა და მოურიეთ.ჩაასხით ჯამში ჯერ კიდევ ცხელი ყავა, დაუმატეთ შაქარი, თაფლი, მარილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ, რომ გაგრილდეს.ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერით ან დაჭერით წვრილად.ცალკე ერთმანეთში აურიეთ ნიგოზი და ჩირები, დაუმატეთ დაახლოებით 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ.როცა ყავის მასა ოთახის ტემპერატურის გახდება, დაუმატეთ სოდა.ფქვილი გაცერით და შეურით ყავის მასას პატარა ულუფებად. ასევე პარალელურად დაუმატეთ ნიგვზისა და ჩირების მასა.
ყველაფერი კარგად აურიეთ - პროცესში ნახავთ, ცომი როგორ აქაფთება - ეს სწორია (სოდის რეაქცია წავა), გააგრძელეთ ფქვილი თანდათანობით დამატება და თან მორევა.შედეგად უნდა მიიღოთ ოლადების ცომზე ოდნავ სქელი მასა.გააჩერეთ ცომი 20 წუთით.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი.ჩაასხით ცომი და აცხვეთ დაახლოებით 60-80 წუთი 180 გრადუსზე. გაგრილებულ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!