სალათა “პარმა”
10:50:37     18-04-2011
მასალა: მოხარშული კარტოფილი – 3 ცალი, მაგარი ყველი – 100 გრამი, მჟავე კომბოსტო – 100 გრამი, დამარილებული სოკო – 80 გრამი, ხახვი – 1 თავი, მოცვი – 4 სუფრის კოვზი, ზეთი – 4 სუფრის კოვზი, დაფქული წითელი წიწაკა, კამა, მარილი – გემოვნებით.
კარტოფილი და სოკო მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ, დავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ყველი და ხახვი, დაჭრილი მჟავე კომბოსტო, მოცვი და ერთმანეთში ავურიოთ. სალათას დავამატოთ ზეთი, მარილი და წიწაკა. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ კამით.