გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
11:12:30     08-03-2017
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ინციდენტი ქალაქ ლაიფციგში მოხდა. დაჭრილი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი თავში.
ახლობლის თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ მათ არ აქვთ ინფორმაცია დაშავებულის ოჯახის და ახლობლების შესახებ.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საქართველოს საკონსულო გერმანიაში არკვევს.