სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს

  14:49:54     03-03-2017

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.