„გლასტონბერის“ ფესტივალი „Coldplay“ – ის და „U2“ – ს მონაწილეობით
12:22:00     16-04-2011
ფესტივალ „გლასტონბერის“ ორგანიზატორებმა ოფიციალურ საიტზე მორიგი ღონისძიების მონაწილეების სრული სია გამოაქვეყნეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ წლევანდელი ფესტივალის სცენაზე, პოპულარული შემსრულებლებიდან, ბიონსე, „Coldplay“ და „U2“ გამოვლენ.
ამას გარდა, „გლასტონბერის“ სცენაზე წარდგებიან მორისი, პოლ საიმონი, ბიბი კინგი, , „Wu Tang Clan,“ „Plan B“, „Pendulum“ და სხვები.
2011 წლის „გლასტონბერი“ 22–დან 26 ივნისამდე გაიმართება (ძირითადი ღონისძიებები 24–26 ივნისსაა დაგეგმილი). ღონისძიების ბილეთები 2010 წლის ოქტომბერში უკვე მთლიანად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის, „გლასტონბერი 2011“ – ის არცერთი მონაწილე ოფიციალურად არ იყო დასახელებული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ბილეთები სულ რამდენიმე საათში გაყიდულიყო.