საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოვიდა
14:18:59     02-03-2017
საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებობების კუთხით ვითარდება.
”კომიტეტი შედგება 28 ქვეყნის, ასევე მონტენეგროს სამხედრო წარმომადგენლობისგან. ამ დღეებში გაიმართება კომიტეტის სხდომა. სხდომის გარდა, ასევე იქნება მაღალი რანგის შეხვედრები პრეზიდენთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან. განიხლება საკითხები ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებობების ამაღლებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის კუთხით სწავლებების თაობაზე. ასევე საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ იქნება საუბარი... საქართველოს გაგზავნილი აქვს ნატო-ს შტაბ-ბინაში შეთავაზებები, თუ რა ფორმით შეუძლია საქართველოს მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში მონაწილეობა”, - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.