სადავო “მისტრალი” და ხელმოუწერელი კონტრაქტი
10:35:22     16-04-2011
რუსეთი და საფრანგეთი “მისტრალის” ფასზე კვლავ ვერ თანხმდებიან. “როსტექნოლოგიის” ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის თქმით, საკითხი სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე უნდა გადაწყდეს, რათა ფაში არა მხოლოდ თვითონ ხომალდი, არამედ ტექნოლოგიებიც შევიდეს.
გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბოლო დღეებში, ფრანგულმა მხარემ მოთხოვნები შეცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და “მისტრალი” რუსეთს ყველა სისტემით და აღჭურვილობით გადაეცემა. თუმცა, ეს ხმები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დასტურდება.
თავის მხრივ, რუსები აცხადებენ, რომ გემების შესახებ კონტრაქტს ხელი მას შემდეგ მოეწერება, როდესაც მხარეები საბოლოო ფასზე შეთანხმდებიან. დოკუმენტი 2011 წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად.