თბილისში პოლიციელი დაჭრეს

  18:56:25     22-02-2017

მეტროსადგურ სამას არაგველთან, არამიანცის საავადმყოფოს მიმდებარედ უცნობმა პირმა დანით პოლიციელი დაჭრა. ის სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. 

მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ.“, - აცხადებენ უწყებაში.