
სერგენკოსა და სოფრომაძის საქმე...
17:59:31     21-02-2017
მთავრობის მიერ გაცემული მრავალი დაპირების მიუხედავად, პენსიონერები თავს კვლავ მოტყუებულად გრძნობენ.
ღრმა ეკონომიკური კრიზისის, გაუფასურებული ლარის, გაძვირებული ცხოვრებისა და გაზრდილი საარსებო მინიმუმის პარალელურად, ხელისუფლება არ საუბრობს პენსიის გაზრდის შესახებ.
სამაგიეროდ, ჯანდაცვის მინისტრი გაურკვეველ და ზოგად საპენსიო რეფორმას აანონსებს, რომელიც თურმე, 2017 წლის სექტემბერში უნდა განისაზღვროს.
[I=2]თუმცა, იქ რა საპენსიო რეფორმებზე შეიძლება საუბარი, სადაც მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცველებთან სწორედ საპენსიო საკითხების კუთხით...
ბატონი სოფრომაძე დაკავებულიც იყო, უმძიმესი ბრალდებით...
„რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს ვადა ძალაშია. რა თქმა უნდა, აქ საჭირო იქნება კანონში ცვლილება. ვფიქრობ, სექტემბრამდე საკმარისი ვადა იქნება იმისათვის, რომ ყველა დეტალი გავლილი იქნას და მჯერა, რომ ეს რეფორმა ამოქმედდება დათქმულ ვადებში“, - განაცხადა დავით სერგენკომ.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის თქმით, იგეგმება დაგროვებითი საპენსიო მოდელის ამოქმედება.
ხოლო საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება ასეთი: მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე.
მთლიანი შენატანი იქნება 6%, რომელიც არ დაიბეგრება. დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა კი, ნებაყოფლობითია.
[I=3]შეძლებს კი, სერგენკო, რომელსაც ახლა უკვე სადაზღვევო კომპანიების გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებენ, პენსიონერთა ინტერესებზე მორგებული საპენსიო რეფორმის განხორციელებას?
თუ მის მიერ წამოწყებულ და ჩიხში შესულ ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და ჰუმანითი ჯორჯიასათვის ბიუჯეტიდან შეწირულ ასობით ათას ლარს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, საპენსიო რეფორმაც ისევე განხორციელდება, როგორც მაშკევიჩის მილიარდიანი ინვესტიცია.