ესპანეთი ლიბიაში ბოლომდე იბრძოლებს
10:21:56     15-04-2011
ესპანეთი ლიბიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის ვადას აგრძელებს. ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერაციაში მონაწილეობას, კიდევ ორი თვის განმავლობაში მიიღებენ. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა კარმე ჩაკონმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ესპანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლობა მზადყოფნას გამოთქვამს ლიბიაში ჰუმანიტარული მისიის მხარდასაჭერადაც, თუ მსგავსი თხოვნით მათ გაერო მიმართავს. თუმცა, ოფიციალური მადრიდი ირწმუნება, რომ ლიბიიის სამხედრო მოქმედებების ზონაში, დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას არ გეგმავს.
ამ დროისათვის, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები “ეფ18”, ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობს. თავდაპირველად, იგეგმებოდა, რომ ნატოს ამოცანების შესასრულებლად, მოიერიშეები მონაწილეობას ერთი თვის განმავლობაში მიიღებდნენ, მაგრამ ახლა ეს ვადა 22 ივნისამდე გაიზარდა.