"ბექა შენგელია ძალიან აგრესიულია და მას ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ"
17:02:13     14-02-2017
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალურ მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა განსასჯელის, ბექა შენგელიას გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.
ამ ინფორმაცია 1tv.ge ავრცელებს.
როგორც მისმა ადვოკატმა ახალმა ლალი ბიწოშვილმა განაცხადა, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბიწოშვილი აცხადებს, რომ საქმეშიც არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შენგელიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ადვოკატი ამბობს, რომ განსასჯელი აგრესიულია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ.
სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში იმართება, 24 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
სასამართლო დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის საქმეს იხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა" იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.