ამერიკელი ჯაზმენი ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
02:13:42     13-02-2017
ამერიკელი ჯაზმენი და "გრემის" შვიდგზის მფლობელი ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი პუბლიცისტის, ჯო გორდონის განცხადებით ელ ჯერო ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში სხეულის გამოფიტვის დიაგნოზით მოათავსეს და ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა, თუმცა ლეგენდარული მომღერალი დღეს გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.
ის ერთად-ერთი ვოკალისტია, რომელმაც "გრემი" სამ კატეგორიაში: ჯაზი, პოპი და R&B მოიგო.