უკრაინული ბორშჩის კლასიკური რეცეპტი
14:19:00     10-02-2017
საქონლის ხორცი600 გ, ძვლიანი და ცხიმიანი ნაჭერი
სტაფილო2
ხახვი2
კომბოსტო300 გ
ტომატ-პასტა2 ს.კ.
ძმარი1 ს.კ
დაფნის ფოთოლი2
კარტოფილი3
ნიორი2 კბილი
ჭარხალი1
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი10 მარცვალი.
ნიახური1 კონა
ოხრახუში და კამა1-1 კონა
შაქარი1 ს.კ
მარილი და პილპილი
არაჟანი
ხორცი დავჭრათ, დავასხათ 3 ლ წყალი და ვხარშოთ, მოდუღებისას კარგად მოვქაფოთ.
პარალელურად მოვამზადოთ ბოსტნეული: ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კომბოსტო დავჭრათ თხელ მოგრძო ნაჭრებად, კარტოფილი – საშუალო ზომის კუბიკებად.
წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ბულიონიდან მოხდილ ცხიმში, დავუმატოთ შაქარი და ცოტა მარილი. თუ მასა ძალიან ჩასქელდა, დავამატოთ ცოტაოდენი ბულიონი ტომატპასტის გასახსნელად.
როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, ბულიონი გადავწუროთ, თუ ძალიან დაიკლო ხარშვისას, მდუღარე წყალი დავამატოთ.
დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, ბაჰარი, მარილი და დავდგათ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ ტომატპასტასთან ერთად მოშუშული ხახვი და სტაფილო, 10 წუთის შემდეგ კომბოსტო და წვრილად დაჭრილი ნიახური, 5 წუთის შემდეგ ძმარში არეული ჭარხალი, 2 წუთი ვადუღოთ, ჩავამატოთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.
ადუღებისთანავე გამოვრთოთ და 2-3 წუთი ასე დავტოვოთ თავდახურული. ხორცი გადავანაწილოთ ღრმა თეფშებზე და დავასხათ წვნიანი. ივირთვათ არაჟანთან ერთად.
რჩევა
ბორშჩის მომზადება დამოკიდებულია იმაზე თუ რა დრო დაჭირდება ძროხის ხორცის მოხარშვას.