რობი უილიამსი და ფერწერა

  10:17:50     14-04-2011

ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ “Take That “– ის წევრი, რობი უილიამსი ფერწერამ გაიტაცა. ამის შესახებ მომღერალმა თავის თაყვანისმცემლებს მოუთხრო. “The Sun“ – ის ინფორმაციით, სამხატვრო ხელოვნების მიმართულებად, შემსრულებელმა პოპ-არტი აირჩია.

 

უილიამსის თქმით, მისთვის ახალი ჰობი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ საკუთარი ავტოფარეხი ლოს-ანჟელესში, პატარა გალერეად აქცია. ავტოფარეხის გამოფენის სანახავად პოპვარსკვლავთან მისი ამერიკელი მეგობრები დადიან.

 

მომღერლის ქმნილებებს შორისაა მისი ბავშვობის ავტოპორტრეტი, ასევე ბრიტანელი მსახიობის მარტინ ფელდმანის პორტრეტი. რობი უილიამსის ნახატები, ჯერჯერობით, არ იყიდება, მაგრამ მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ საფეხბურთო ფორმა, რომელზეც მომღერლის მიერ შესრულებული ფელდმანის პორტრეტია გამოსახული.

 

იგეგმება თუ არა შემდგომში ორიგინალების გაყიდვა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. გარდა ფერწერია, როგორც ირკვევა, რობი უილიამსი ასევე დედამიწაზე უცხოპლანეტელთა სტუმრობების საკითხის შესწავლითაც არის გატაცებული.