
დიღომს გაზის მიწოდება შეუწყდება
11:06:24     09-02-2017
ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, დიღმის მასივის ნაწილს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანია ამის მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.
„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მცხოვრებ მოსახლეობას, მიონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობას, ბელიაშვილის ქუჩა №12-ში მდებარე კორპუსის, პედიატრიის ინსტიტუტის საერთო ს/ს, ყოფილი №140-ე პროფილის სასწავლებლის ს/ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების, ასევე შპს „ჯავას“ კერძო საცხოვრებელ სახლს და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.აღსანიშნავია რომ ლარის გაუფასურების პარალელურად გახშირდა გაზის შეწყვეტის ფაქტებიც. ექსპერტთა აზრით, კომპანია გაზის გადასახადის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევს. შესაბამისად კი, კომპანია იძულებულია ე.წ. ფარული გრაფიკი დააწესოს.