საზარელი შემთხვევა გლდანში - ახალგაზრდა მამაკაცს დისშვილის გაუპატიურება ბრალდება

  15:52:47     08-02-2017

სამართალდამცველებმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. როგორც ირკვევა, დაკავებულს გამოძიება საკუთარ დისშვილთან, 10 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.