სალათა თინუსით

  10:06:43     14-04-2011

მასალა: თინუსის ფილე – 500 გრამი, ზეთი – 2 სუფრის კოვზი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოხარშული კარტოფილი – 280 გრამი, მწვანე ლობიო – 180 გრამი, მწვანე სალათის ფოთლები – 250 გრამი, ხახვი – 1 თავი, ზეთისხილი (კურკების გარეშე) – 85 გრამი, სოუსისთვის: ზეთი – 2 სუფრის კოვზი, ღვინის ძმარი – 1 სუფრის კოვზი, ანჩოუსის ფილე – 4 ცალი, ნიორი – 1 კბილი, მაიონეზი – 3 სუფრის კოვზი, მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით.

 

ფილე გავჭრათ 4 ნაწილად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ ლიმონის წვენი, ზეთი და გავაჩეროთ 30 წუთი. მწვანე ლობიო დავტეხოთ და მოვხარშოთ. დავჭრათ სალათის ფოთლები, პომიდორი, მოხარშული კარტოფილი – კუბიკებად, ხახვი რგოლებად. სოუსისთვის, დარჩენილი ზეთი, ძმარი, ანჩოუსის ფილე, ნიორი და მაიონეზი ავურიოთ ერთმანეთში და ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოსტნეული და ზეთისხილი ფრთხილად ავურიოთ და დავამატოთ სოუსს. თინუსი ქურაში შევწვათ. თეფშზე სალათა გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით.