წიწაკა მარინადში

  10:04:16     14-04-2011

მასალა: 4 ცალი მოზრდილი ბულგარული წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის), 1 ლიმონის წვენი, 2 კბილი დანაყილი ნიორი, 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

 

ქურა გავახუროთ 200 ცელსიუს გრადუსამდე. გავრეცხოთ წიწაკა, შუაში ნახევრად ჩავჭრათ და გული ამოვაცალოთ. მოვათავსოთ ტაფაზე გაჭრილი მხრიდან ზემოთ და 20 წუთი გავაჩეროთ ქურაში, ვიდრე იმ მდგომარეობამდე არ მივა, რომ კანი იოლად სცილდებოდეს. ლიმონის წვენს დავამატოთ ნიორი. წიწაკას ფრთხილად მოვაშოროთ კანი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. დავაფაროთ სახურავი და მაცივარში დაახლოებით 40 წუთი გავაჩეროთ.