რუსული იარაღი ღაზას სექტორში
10:00:40     14-04-2011
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებამ, რუსული შეიარაღებით ღაზას სექტორის მომარაგების შესახებ, მოსკოვი მეტად აღაშფოთა. რუსეთის დედაქალაქში ამ ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოსკოვი ახლა მტკიცებულებების წარდგენას ელოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტები რუსული შეიარაღებით სარგებლობენ.
კერძოდ, საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტერაქტზე, რომლის დროსაც, ქვეყნის სამხრეთით, ტერორისტებმა სასკოლო ავტობუსი ააფეთქეს. მაშინ ერთი მოზარდი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ებრაული მედია, ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო რუსული იარაღი, კერძოდ, რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსი.
რუსები თავს იმართლებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა, ექსპორტირებული იარაღი ექსტრემისტების ხელში “მესამე ხელის” საშუალებით მოხვდა. ღაზას სექტორის პალესტინური დაჯგუფებებისათვის იარაღის მიყიდვას ან რაიმე ფორმით გადაცემას კი კატეგორიულად უარყოფენ.