ტყვეობა – სამშობლოს ღალატი?!
09:53:53     14-04-2011
აზერბაიჯანელი სერჟანტის, ანარ გაჯიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გაჯიევი სომხური ტყვეობიდან სამშობლოში 17 მარტს დაბრუნდა. აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამხედრო საკუთარ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.
სერჟანტი 2009 წლის 10 მაისს სომეხმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს. 2011 წლის 17 მარტს, დაპირისპირებულმა მხარეებმა ის ორ სამოქალაქო პირში გაცვალეს. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, სომხებმა ტყვეობაში კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიტოვეს. აზერბაიჯანში, თავის მხრივ, სომხეთის 12 მოქალაქე რჩება ტყვეობაში.
კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ანარ გაჯიევის ბრალი, არ ხმაურდება. თუმცა, მედიის და სპეციალისტების კომენტარების მიხედვით, აზერბაიჯანული კანონებიდან გამომდინარე, უბრალოდ ტყვედ ჩავარდნაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია.