ლუვრის შესასვლელთან ცეცხლი გახსნეს

  14:02:46     03-02-2017

ფრანგმა სამხედროებმა, რომლებიც პარიზში ლუვრის მუზეუმს იცავენ, ცეცხლი გაუხსნეს დანით შეიარაღებულ მამაკაცს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სამხედროებზე თავდასხმა ცდილობდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ზურგჩანთა ეკეთა და ლუვრთან განლაგებულ მაღაზიებაში სურდა შეღწევა.

ლუვრის ადმინისტრაციის თქმით, სროლის მომენტში მუზეუმი "დახურული იყო" მას არ დაუდასტურებია ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს კვალიფიკაცია "სერიოზული" მიანიჭა და გამოძიება დაიწყო.