ე.წ. კანიბალიზმის საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მოხდება

  16:03:33     30-01-2017

ე.წ. კანიბალიზმის საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მოხდება. სასამართლო პროცესების დახურვის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდებისა და ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა. 

პროცესის დახურვის შუამდგომლობას მხოლოდ ბრალდებული ბექა შენგელია არ დაეთანხმა. როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, მათი ინტერესია, რომ პროცესი საჯარო იყოს. ბრალდებული და მისი ადვოკატი ასევე არ იზიარებენ პროკურორების განცხადებას, რომ საქმის განხილვისას გასაჯაროვდება გარკვეული დეტალები, რითაც კანონი დაირღვევა. 

„იმაზე მეტი რა უნდა გაასაჯაროოთ, რაც წინა პროცესზე გაასაჯაროეთ?“ - მიმართა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ პროკურორებს. 

ამის მიუხედავად, მოსამართლემ დააკამყოფილა ბრალდებისა და ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლო განხილვების სრულად დახურვის თაობაზე.