ფარშირებული კანელონი

  10:22:16     13-04-2011

მასალა: მოხარშული კანელონი – 500 გრამი, პომიდორი – 400 გრამი, ხახვი – 1 თავი, ნიორი – 2 კბილი, ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი, რეჰანი – 1 კონა, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი, ბრინზა – 500 გრამი, ყველი მოცარელა – 200 გრამი, კვერცხი – 1 ცალი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

 

სოუსისთვის, პომიდორი ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად. წვრილად დავჭრათ ასევე რეჰანი. რეჰანის ნახევარი და დანარჩენი მომზადებული ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. თხელ ნაჭრებად დავჭრათ წიწაკა. ბრინზა დავფშხვნათ. წიწაკა, ბრინზა, კვერცხი და დარჩენილი რეჰანი ერთმანეთში ავურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მიღებული მასით ამოვავსოთ კანელონი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე და დავასხათ ტომატის სოუსი. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი და გამოვაცხოთ.