ტორტელინი ყურძნით
10:19:52     13-04-2011
მასალა: ხორბლის ფქვილი – 200 გრამი, კვერცხი – 2 ცალი, კარაქი – 50 გრამი, შაქარი – 50 გრამი, ლუდი – 250 გრამი, თეთრი ყურძენი – 2 მტევანი, ზეთი – 1 ლიტრი, შაქრის ფხვნილი, მარილი – გემოვნებით.
კვერცხის გულები ავთქვიფოთ კარაქთან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, შაქარი და მარილი. შემდეგ დავასხათ ლუდი და უბრალოდ, ავურიოთ. დავტოვოთ 1 საათით, ვიდრე ნარევი ოდნავ არ აფუვდება. ცილა ავთქვიფოთ ცალკე და ფრთხილად შევურიოთ ცომს. ყურძენი გავრეცხოთ და კურკები მოვაშოროთ. ყურძნის თითოეული მარცვალი ჩავუშვათ ცომში, დავაგორგოლავოთ და შემდეგ ჩაის კოვზით მოვათავსოთ მდუღარე ზეთში. შევწვათ ოქროსფერის მიღებამდე. მომზადებულ ტორტელინებს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.