
ჯონ ჰარტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
09:55:30     28-01-2017
The Independent-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰარტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი ცნობილია ფილმებით: „შუაღამის ექსპრესი“, „V ნიშნავს ვენდეტას“, „ადამიანი-სპილო“, ასევე, „ჰარი პოტერის“ ფილმების სერიაში შესრულებული მისტერ ოლივანდერის როლით.
ჰარტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.