როგორ შევწვათ ღორის კანჭი გემრიელად?
16:57:20     27-01-2017
რეცეპტის ინგრედიენტები:
- ღორის კანჭი
- 2 თავი ხახვი
- 1 ცალი სტაფილო
- 1-2 კბილი ნიორი
- 1 ცალი მომჟავო ჯიშის ვაშლი
- 500 მლ. ლუდი
- ოხრახუში
- ნიახური
- დაფნა
- წიწაკა
- პილპილის მარცვლები
- მარილი
1. ამ გემრიელი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად ღორის კანჭს ვხარშავთ ოხრახუშთან, ნიახურთან, პილპილის მარცვლებთან, დაფნის ფოთოლთან, მთლიან ხახვთან და და სტაფილოსთან ერთად. ვაყრით მარილს.
2. მოხარშულ კანჭს ვუსერავთ კანს, ვდებთ ჭურჭელში. ცხელსავე ვაყრით წიწაკას, დანაყილ ნიორს, რგოლებად დაჭრილ ნახევარ ხახვსა და ვაშლს. ვასხავთ ლუდს და ვტოვებთ ასე 12-24 საათის განმავლობაში.
3. დამარინადებულ კანჭს ვწვავთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე, თან შიგადაშიგ ვასხამთ მარინადს.