უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი სოუზი

  16:53:54     27-01-2017

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი (ცხიმიანი და ძვლიანი)
  • 4 თავი ხახვი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 4-5 ცალი კარტოფილი
  • 3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი
  • ცოცხალი ქინძი

1. პატარა ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს, და დავდგათ მოსახარშად (არ უქნათ ბევრი წყალი რათა სქელი წვენი გამოვიდეს). ჩავუმატოთ დაფნის ფოთოლი და პერიოდულად მოვხადოთ ხოლმე ქაფი.

2. როდესაც ქაფი საბოლოოდ გაუქრება, ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

3. ხორცის მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, ჩავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.

4. კარტოფილიც რომ მოიხარშება, ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავუმატოთ ტომატ-პასტა, მარილი და წიწაკა. ამოვურიოთ და ბოლოს ჩავაჭრათ ცოცხალი ქინძი.