იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

  16:13:28     23-01-2017

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი მოკლეს, - ამის შესახებ იტალიური გამოცემა ansa.it წერს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.

მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. გამოცემის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა, შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ ის სხვა ადგილას მოკლეს და ცხედარი სკვერში დააგდეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოკლულის ოჯახი სამინისტროში დღეს შეიტანს შესაბამის განცხადებას და ამის შემდეგ დაიწყება გადმოსვენების პროცედურები.