U2 – ს სარგებლიანი ტური მსოფლიოს გარშემო

  11:26:07     12-04-2011

U2 – ს მიმდინარე ტური, ყველა დროის მსოფლიო კონცერტების ისტორიაში, ყველაზე სარგებლიანი აღმოჩნდა. “Billboard” – ის ცნობით, დღევანდლამდე რეკორდი “როლინგ სთოუნზს” ეკუთვნოდა, თუმცა ირლანდიურმა როკ-ჯგუფმა, მას ორიოდე დღის წინ გადაუსწრო.

 

10 აპრილს “U2” ბრაზილიაში, სან-პაულუში გამოვიდა. შოუზე ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ, მილიონობით ამერიკული დოლარის შემოსავალი მოიტანა.

 

ჯგუფი “U2”, ამ დროისათვის, პუბლიკის წინაშე, 2009 წლის ალბომით, “No Line on the Horizon გამოდის.” ტური 2011 წლის ივლისამდე გაგრძელდება. პროგნოზების თანახმად, შემოსული თანხები მალე 700 მილიონ ფუნტ სტერლინგსაც მიაღწევს.

 

ტური რეკორდული გაყიდული ბილეთების რაოდენობითაც გახდა. საერთო ჯამში, 110 კონცერტზე, 7 მილიონი ბილეთი უნდა გაიყიდოს. ყოფილი რეკორდსმენი “როლინგ სთოუნზი”, 90-იანების შუა ხანებში, საკუთარ ტურზე 6,4 მილიონმა მაყურებელმა მოინახულა.