"დაწყებისთანავე კვამლი და ბუღი დამიყენეს კონცერტზე გამოსვლისას... ლამის დავიხრჩვი"

  11:00:53     23-01-2017

ნინო ბაშარული ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. მომღერლის თქმით, მისი სცენაზე გამოსვლის დროს რამდენიმე ტექნიკურმა "ხარვეზმა" იჩინა თავი. 

"ევროვიზიასთან დაკავშირებით ვერ მოვიცალე რომ ჩემი მოსაზრება დამეწერა გარკვეული მიზეზების გამო. ახლა ვწერ, რადგან კაცთმოყვარე ვარ და იქნებ შეიცვალონ და არ დარჩნენ ის რაც არიან მავანნი.გულით მინდა, გეფიცებით.


მე ძალიან მჯეროდა რომ ეს ევროვიზია მაღალ დონეზე იქნებოდა ორგანიზებული. იქნებოდა არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კონცერტი, კარგი კონცერტი, გამართული აპარატურით და პროფესიონალებით, სადაც ყველა მომღერალი თავის ინდივიდუალიზმს წარმოაჩენდა .ჩვენ ხომ უმეტესობას ეს გვინდოდა.გამარჯვებაზე ხომ რა ვიყავით დაფეთებული მაინცდამაინც.მართალია დიდი პუნქტუალურობით არ ვიყავი გამორჩეული ,და ყველგან ვიგვიანებდი,თუმცა სპეციალურად არა და ჩემი მავნე თვისებებით ვიწყებ საუბარს, რაც მახასიათებს მაგრამ...

როდესაც მომღერალი გენდობათ, ხომ შეიძლება ეს ნდობა გაუმართლოთ და არ უღალატოთ. როდესაც გენერალურ რეპეტიციაზე გეუბნებით, რომ კვამლი არ ჩამირთოთ და დაწყებისთანავე კვამლს და ბუღს მიყენებთ კონცერტზე გამოსვლისას, რა დავარქვა ამ საქციელს...მე ხომ თქვენს თვალწინ ლამის დავიხრჩვი ხველებით და გთხოვეთ კვამლი მახრჩობს , არ მინდა და დამიტოვეთ მხოლოდ ქარითქო,თქვენ კი პირიქით ქენით, ბოლი მაკმიეთ, ქარი არ ჩართეთ და სიმღერაზე ფიქრის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი, ერთი სული მქონდა მიკროფონი დამეგდო და გავსულიყავი...მოვახერხე და სიმღერა დავასრულე...კიდევ კარგი ცრემლსადენი გაზი არ სხვა რამ უბედურება არ ჩამირთეთ...ადამიანურად მოგიდგებით და დავაბრალებ გულმავიწყობას ან უყურადღებობას, სხვა აზრი არ მინდა გავატარო რადგან არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და ვერიდები აზრგამოლეულ კონფლიქტებს.

მეორე არის ის, რომ...მონიტორში რომ საკუთარ ხმას ვერ გაიგებს მომღერალი და დარბაზში გაჟღერებული ხმით იმღერებს..ეს რაღას მივაწეროთ...ესეც დავაბრალოთ ტექნიკურ ხარვეზს...და ბოლოს, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ისევ "ხარვეზის" ბრალი ყოფილა...ჰმმმმმმ, ეს უნამუსო "ხარვეზი" , როგორ არა სცხვენია.

ხუმრობა იქით იყოს და... ეს ხომ მარტო კონკურსი არ იყო, ეს ხომ ხარისხიანი კონცერტიც უნდა ყოფილიყო, და თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ "ჰომოსაპიენსები" ვართ, ერთმანეთის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვებოდა ..ბევრი მიხვდა რაშიც იყო საქმე, მითუმეტეს ამ ქვეყანაში არაფერი იმალება მაგრამ ამის ფაქტებით განვრცობა რომ დავიწყო ამისი არც დრო მაქვს და არც სურვილი...

თუმცა და ვთვლი რომ გამარჯვებულს საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია ჰქონდა ჩადებული თავის ნომერში.ვუსურვებ მას წარმატებას და დაე ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო .ამაში ხელს უწყობს ხმაც , ვიზუალიც და ბრძოლისუნარიანობაც.


რაც შემეხება მე.... მე ნინო ბაშარული ვარ და ვქმნი ჩემს შემოქმედებას და ასეც ვაპირებ გავაგრძელო. რაც შეეხება ლაივში სიმღერას, მთელი ცხოვრებაა ცოცხლად ვმღერი და ჩემი სოლო კონცერტებიც წარმატებით იმართება და წინ მრავალი სოლო კონცერტები მელის რომელიც გაიმართება თქვენთვის, საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ სადაც შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ამომიფრქვევენ კვამლს და არ გამგუდავენ სცენაზე.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მგულშემატკივრობდა. მიყვარხართ და ვიმღერებ თქვენთვის. თქვენი ნინა", - წერს ბაშარული.