ლაგოდეხში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა

  15:59:43     20-01-2017

19 იანვარს, გვიან ღამით ლაგოდეხში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა.

შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. როგორც რესტორნის მეპატრონე აცხადებს, მამაკაცი ნათლობას აღნიშნავდა და შენობიდან გასვლის შემდეგ კი პოლიციელთან უთანხმოება მოუვიდა.

დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველი, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, რიგითი პოლიციელი იყო და ის უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

საქმეს პროკურატურა იძიებს.