აშშ ლიბიაში ინიციატივას ევროპას უთმობს

  10:23:28     12-04-2011

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ლიბიის ოპერაციაში აქტიურად აღარ მონაწილეობს, ის ნატოს მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის ნაწილად რჩება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

რასმუსენმა საზოგადოებას აუწყა, რომ ევროპელი მეკავშირეები ორგანიზაციას ოპერაციაში მონაწილე მოიერიშეების რაოდენობის გაზრდას სთხოვენ. რაც შეეხება აშშ-ს, პენტაგონმა უკვე გამოაცხადა რომ სამხედრო ოპერაციაში წამყვან როლს აღარ შეასრულებს და მისი დასრულების მისიას დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა მეკავშირეებს გადააბარებს.

 

ნატოს ქვეყნების თვითმფრინავები, ლიბიის მიმართულებით, ყოველდღიურად ათეულობით სამხედრო ფრენას ახორციელებენ. მათი მიზანი, როგორც ცნობილია, სამხედრო ობიექტების, ასევე ლიბიის სამხედრო ძალების ჯავშანტექნიკის და იარაღის საწყობების განადგურებაა.