სასამართლოში ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობის
12:31:32     17-01-2017
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
საუბარი რიტუალურ მკვლელობაზე, რომელიც თბილისში 2016 წლის ოქტომბერში მოხდა. საქმე გამორჩეულია იმითაც, რომ მასში შესაძლოა კანიბალიზმი იკვეთებოდეს.
დაკავებულთაგან ორი პირი თავს დამნაშავედ ცნობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, აქვთ წაყენებული.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების, გადასინჯვის თუ გაუქმების საკითხს, ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებით განხილვაზე გადაგზავნას განიხილავენ.