ძაღლების ჩხუბის ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
15:07:11     16-01-2017
ძაღლების ჩხუბის ვიდეოზე, რომელიც facebook-ზე დღეს გავრცელდა შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
ვიდეოში, რომელიც აღწერის თანახმად მესტიაშია გადაღებული, ათობით ადამიანი ჩანს, რომელიც ძაღლების ორთაბრძოლას თვალს შეძახილებისა და ოვაციის ფონზე ადევნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც ცხოველის სიცოცხლის მოსპობა ან დასახიჩრება გამოიწვია. უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ ძაღლების ორთაბრძოლა თანხის სანაცვლოდ მოეწყო თუ არა და ამბობენ, რომ საქმის გარემოებებს გამოძიება დაადგენს.