ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოება გაიმართა

  11:21:50     09-01-2017

8 იანვარს ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოება გაიმართა.

პრესტიჟული დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი "ლა ლა ლა ლენდი" გახდა, რომელმაც გამარჯვება შვიდ ნომინაციაში შეძლო. ის დასახელდა საუკეთესო ფილმად კომედიის ან მიუზიკლის ნომინაციაში. მისმა რეჟისორმა კი მიიღო მთავარი ჯილდო საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.

ამავე ფილმში შერულებული მთავარი როლებისთვის ოქროს ფიგურები ემა სტოუნმა და რაიან გოსლინგმაც მიიღეს.

საუკეთესო უცხოური ფილმი პოლ ვერჰოვენის "ის ქალი" გახდა. ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის კი იზაბელ იუპერმა ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო ფილმად "მთვარის შუქი" დასახელდა.

დაჯილდოებაზე საპატიო ოქროს გლობუსი გადაეცა მერილ სტრიპს, რომელსაც ამ ჯილდოზე რეკორდული 30 ნომინაცია და 8 ოქროს ფიგურა აქვს.