ირანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

  10:27:54     11-04-2011

ირანში, სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც “პრეს-თივი” სააგენტო “ირნაზე” დაყრდნობით იუწყება, კატასტროფა ქვეყნის სამხრეთით, ფარსის პროვინციის ქალაქ სარვესტანში მოხდა.

 

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვითმფრინავში ორი პილოტი იმყოფებოდა. ერთი დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ტიპზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საფრენი საშუალება რუსული წარმოებისაა.

 

ირანული არმიის შეიარაღებაში შედის თვითმფრინავები “სუ-24” და “სუ-25.” პირველ მათგანს ორი პილოტი მართავს, მეორეს კი – მხოლოდ ერთი.