ჩინეთში შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღს დაესხა თავს
16:19:30     04-01-2017
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 11 ბავშვს დაესხა თავს.
როგორც ცნობილია, მამაკაცი ბაღის კედელზე გადაძვრა. იგი უკვე დაკავებულია, ბავშვებს კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გახშირებულია თავდასხმები სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე. მსგავსი შემთხვევა 2016 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ თავდამსხმელმა 10 ბავშვი დაჭრა და თავი მოიკლა.
ცნობისთვის,ჩინეთის სკოლებში აღნიშნული ინციდენტებისგან თავის დასაცავად მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ.