არომატული კარტოფილი

  10:26:15     11-04-2011

მასალა: ნახევარი კილოგრამი კარტოფილი, 500 გრამი წითელი ხახვი, 250 გრამი კარაქი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, 6 ფოთოლი წვრილად დაჭრილი სალბი, 150 გრამი მატონიზირებელი ძმარი, ახალი ოხრახუში – გასაფორმებლად.

 

ქურა გავახუროთ 200 ცელსიუს გრადუსამდე. კარტოფილი დავჭრათ მსხვილ, ბრტყელ ნაჭრებად და ხახვი – რგოლებად. სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ კარაქი და ჩავაყაროთ კარტოფილი და ხახვი. კარგად ავურიოთ. მოვამზადოთ 10-15 წუთი, ვიდრე კარტოფილი და ხახვი არ შეყავისფერდება. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დავასხათ ძმრის ნახევარი. მოვათავსოთ ქურისათვის განკუთვნილ ჭურჭელზე და თავდახურული ქურაში გავაჩეროთ 20 წუთი. შემდეგ სახურავი მოვხადოთ, დავამატოთ დარჩენილი ძმარი და 20-30 წუთი კიდევ გავაჩეროთ. თეფშზე გავაფორმოთ მწვანილით. ასეთი სახით მომზადებული კარტოფილი შესანიშნავი გარნირია შემწვარ ძეხვთან, წიწილასთან ან ხბოს ხორცთან.