ბუნტი ბრაზილიის ციხეში - არის მსხვერპლი

  12:35:50     03-01-2017

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ციხის ბუნტს ბრაზილიაში სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ბუნტი მსჯავრდებულებმა ქალაქ მანაუს საპატიმროში მოაწყვეს. ოფიციალური პირების ცნობით, ამბოხება ორი კრიმინალური დაჯგუფების დაპირისპირებას მოჰყვა. ბუნტი 17 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გავრცელებული ინფრომაციით, რამდენიმე პატიმარმა ციხიდან გაქცევა მოახერხა.