"კრწანისის ცენტრში შეჭრის მოტივი ქურდობა იყო"- იზორია
14:04:08     30-12-2016
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო.
„უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის ალბათ არსებითი განხილვა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს კრწანისის ცენტრის ტერიტორიაზე გიგა შენგელია მოკლეს.