კალმარების შნიცელი

  10:21:02     11-04-2011

მასალა: კალმარები – 700 გრამი, ხორბლის ფქვილი – 4 სუფრის კოვზი, კვერცხი – 3 ცალი, დაფქვილი ორცხობილა – 6 სუფრის კოვზი, ზეითუნის ზეთი – 5 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით. 

გაწმენდილი კალმარები ორივე მხარეს 3-4-გან ჩავჭრათ, ამოვავლოთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხში და დაფქვილ ორცხობილაში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ მოვათავსოთ გაცხელებულ, ცხიმიან ტაფაზე და შევწვათ შეოქროსფერებამდე. მომზადებული კალმარები მცირე ხნით შევდგათ ქურაში. სუფრაზე მივიტანოთ გარნირთან ერთად.