დენი და გაზი გრაფიკით, დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად...

  19:40:02     28-12-2016

ნუცუბიძის პლატოს მეხუთე მიკრორაიონს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ყაზტრანსგაზ თბილისში გაზის დროებითი გათიშვლის მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებენ.

ხვალვე, თბილისის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვაც იგეგმება.

კერძოდ, გაითიშება ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირი. ასევე დემეტრე თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩები.  

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად, ისევე როგორც ყაზტრანსგაზში, თელასშიც ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებენ.

თუმცა, იმის გამო რომ ყაზტრანსგაზი და თელასი, ბოლო დროს საეჭვოდ ბევრ ტექნიკურ სამუშაოებს იმიზეზებენ, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს რომ „ეს სხვა არაფერია, თუ არა, გრაფიკი“.

შეგახსენებთ რომ ლარის გაუფასურებამ, საწვავის გაძვირებამ და ქვეყანაში დაწყებულმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, დენისა და გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის აუცილებლობა წარმოქმნა.

თუმცა, მთავრობა ყაზტრანსგაზისა და თელასის მოთხოვნებს ყველა ხერხით ბლოკავს.

შესაბამისად, ამ კომპანიებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა „შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - დენი და გაზი გრაფიკით...

[I=2] ამ საყოველთაო გაჭირვებისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე კი, უკიდურესად ცინიკურად ჟღერს პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება იმის შესახებ რომ "ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის". 

თავად შეაფასეთ, არის თუ არა, ქვეყანაში მართლაც ყველაფერი კარგად მაშინ, როდესაც დაპირებული განვითარებისა და კეთილდღეობის ნაცვლად, დენისა და გაზის გრაფიკი შეგვრჩა ხელში.