"ვარსკვლავური ომების" მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი, კერი ფიშერი გარდაიცვალა
12:50:30     28-12-2016
ჰოლივუდის მსახიობი კერი ფიშერი ლოს-ანჯელესში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. კერი ფიშერის ერთ-ერთი მთავარი როლი “ვარსკვლავურ ომებში” პრინცესა ლეია იყო.
რამდენიმე დღის წინ მსახიობი გულის შეტევით რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კერი ფიშერი ლონდონიდან მიფრინავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. პირველადი დახმარება მას თვითმფრინავში მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, რის შემდეგაც მსახიობი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
1980-იან წლებში მსახიობმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ თავის ბრძოლაზე წერდა.