ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

  03:49:18     26-12-2016

ინგლისელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ცნობილია, რომ მომღერალი თავის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მისი გარდაცვალების ფაქტი ადგილობრივმა პოლიციამაც დაადასტურა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციისავე ცნობით, არანაირი საეჭვო გარემოებები არ აღმოჩენილა. 

2011 წელს ჯოჯრ მაიკლმა პნევნომია მძიმე ფორმით გადაიტანა. მაშინ მედია იუწყებოდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და ხელოვნური აპარატის გამო შეიძლებოდა ხმა დაეკარგა, თუმცა მომღერალმა იმავე წელს თავად განაცხადა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა. 

ჯორჯ მაიკლი 1963 წელს ლონდონში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 1980 წელს დაიწყო. მღეროდა დუეტში Wham, ხოლო მისი დაშლის შემდგომ სოლო კარიერა გააგრძელა. მან სულ 6 ალბომი გამოუშვა. მომღერალმა არაერთი მუსიკალური პრემია მიიღო(მათ შორის "გრემის" სამი და MTV-ის ხუთი პრემია). მისი ბოლო ალბომი - Symphonica 2014 წელს გამოვიდა.